ავტორი:

"ზელენსკი ებრძვის არა რუსეთს, არამედ უკრაინელ ხალხს" - ზახაროვა

"ზელენსკი ებრძვის არა რუსეთს, არამედ უკრაინელ ხალხს" - ზახაროვა

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერის, მარია ზახაროვას განცხადებით, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი არა რუსეთს, არამედ უკრაინელ ხალხს ებრძვის.

  • "ზელენსკი არ ებრძვის რუსეთს. ზელენსკი ებრძვის უკრაინელ ხალხს და მისი მისია უკრაინელი ხალხის განადგურებაა, მათი განადგურება ნაციონალიზმის დროშების ქვეშ, რაღაც ეროვნული იდენტობის დროშების ქვეშ, მაგრამ ფიზიკურად განადგურება“, - განაცხადა ზახაროვამ.

ამასთან, ტყვეების გაცვლის საკითხზე კომენტირებისას, ზახაროვამ განაცხადა, რომ „კიევს არ სჭირდებათ უკრაინის მოქალაქეები, არც ცოცხლები და არც გარდაცვლილები“.