ავტორი:

"შანელის ჩანთები და ბრილიანტის ყელსაბამი ქრთამის სახით აიღო" - სკანდალი სამხრეთ კორეის ყოფილი პირველი ლედის გარშემო: რას ედავებიან მას

"შანელის ჩანთები და ბრილიანტის ყელსაბამი ქრთამის სახით აიღო" - სკანდალი სამხრეთ კორეის ყოფილი პირველი ლედის გარშემო: რას ედავებიან მას

სამხრეთ კორეის ყოფილი პირველი ლედი ქრთამის აღებისა და ფინანსური მანიპულაციების ბრალდებით დააკავეს. კიმ კიონ ჰიმ სამშაბათს, სეულში, ოთხსაათიანი სასამართლო მოსმენის დროს ყველა ბრალდება უარყო. თუმცა, სასამართლომ მისი დაკავების ორდერი მაინც გასცა.

  • პროკურორების თქმით, 52 წლის კიმმა 800 მილიონ ვონზე მეტი (577,940 აშშ დოლარი) გამოიმუშავა ფასების მანიპულირების სქემაში მონაწილეობით, რომელიც სამხრეთ კორეაში BMW-ს დილერის, Deutsch Motors-ის აქციებს უკავშირდებოდა. სავარაუდოდ, მან ასევე მიიღო შანელის ორი ჩანთა და ბრილიანტის ყელსაბამი ქრთამის სახით, საქმიანი შეღავათების სანაცვლოდ.

კიმმა ბოდიში მოიხადა საზოგადოების შეშფოთების გამოწვევისთვის. მიანიშნა, რომ უარყოფდა მის წინააღმდეგ ბრალდებებს და საკუთარ თავს "არავინ" უწოდა.

"გულწრფელად ვიხდი ბოდიშს პრობლემების შექმნისთვის, მიუხედავად იმისა, რომ უმნიშვნელო ადამიანი ვარ“, - განუცხადა მან ჟურნალისტებს.

შეგახსენებთ, რომ ყოფილმა პრეზიდენტმა იუნმა გასული წლის დეკემბერში მოულოდნელად ქვეყანაში "სამხედრო მდგომარეობა" გამოაცხადა და შეიარაღებულ ძალებს პარლამენტის შენობის ოპოზიციისგან დაცვა უბრძანა. ოპოზიციის წევრებმა მაინც შეძლეს შენობაში შესვლა და პრეზიდენტის ბრძანების გაუქმება.

მოგვიანებით, პარლამენტმა იუნის იმპიჩმენტს დაუჭირა მხარი. საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა, რომ იუნმა დაარღვია კონსტიტუცია, რის გამოც მისი იმპიჩმენტის ლეგიტიმურობა ოფიციალურად დაამტკიცა.

წყარო