ბევრი ევროპელი ლიდერი ეჭიდება ფანტაზიას, რომ გაჭიანურებული ომი მოსკოვში რეჟიმის შეცვლას გამოიწვევს, - ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრი, ვიქტორ ორბანი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.
"რეალობის თვალებში შეხედვისა და მოლაპარაკების ნაცვლად, ისინი პრეზიდენტ პუტინის დემონიზებას ახდენენ და მშვიდობისკენ მიმავალ ერთადერთ გზას ბლოკავენ. ევროპის თვითსაბოტაჟი უძლურებს გვტოვებს, სხვები კი ჩვენს ბედს წყვეტენ. საკმარისია!“- წერს ორბანი.