ავტორი:

ავარია ჭავჭავაძის გამზირზე: ერთმანეთს ავტობუსის და ტაქსი შეეჯახა - არიან დაშავებულები

ავარია ჭავჭავაძის გამზირზე: ერთმანეთს ავტობუსის და ტაქსი შეეჯახა - არიან დაშავებულები

თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე ავტობუსი და ტაქსი შეეჯახა.

შემთხვევა ე.წ. ბასლაინზე მოხდა, რის შედეგად ორი ადამიანი მსუბუქად დაშავდა.

როგორც "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციის ან მოძრაობის წესების დარღვევას გულისხმობს.