ავტორი:

ამერიკულ ქალაქს “ფრანკენშტეინის" კურდღლები შეესივნენ - რას აცხადებენ ექსპერტები?

ამერიკულ ქალაქს “ფრანკენშტეინის" კურდღლები შეესივნენ - რას აცხადებენ ექსპერტები?

ე.წ. ფრანკენბენებ“ - კურდღლები, რომლებსაც თავის არეზე საშინელი, შავი საცეცის მსგავსი წამონაზარდები აქვთ, კოლორადოში ქალაქ ფორტ კოლინსს შეესივნენ.

როგორ მეცნიერები აცხადებენ “კურდღლების ჭირს“, რომლის შედეგად ცხოველებს თავზე სიმსივნური წარმონაქმნები უჩნდებათ Cottontail papilloma virus - CRPV ანუ შოპის პაპილომავირუსი იწვევს, რომელსაც პარაზიტები - ტკიპები და რწყილები ჩვეულებრივ, ზაფხულში კბენით გადასცემენ.

ინფიცირებული ცხოველისთვის მსგავსი შემთხვევა ხშირად ტრაგიკულად სრულდება, მიუხედავად იმისა, რომ ზოგჯერ დაავადება იკურნება, უმეტეს შემთხვევაში მედუზას მსგავსი წანაზარდი იმ ზომამდე ვითარდება, რომ კურდღელს ჭამაში უშლის ხელს და ცხოველი შიმშილით კვდება.

როგორც დაკვირვებამ აჩვენა, დაავადება ყველაზე ხშირად დასავლეთის შტატებში ჩნდება.

საბედნიეროდ, ვირუსი მხოლოდ კურდღლებს შორის ვრცელდება, არ არსებობს ცნობები, რომ ის ადამიანებს ან შინაურ ცხოველებს გადასდებოდა, ამიტომაც ამ დღეისთვის ის საზოგადოებრივი ჯანმრთელობისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს, მაგრამ მიუხედავად ამისა ველური ბუნების ექსპერტები მოსახლეობას მკაცრად აფრთხილებენ, რომ არ მიუახლოვდნენ და არ შეეხონ ინფიცირებულ ცხოველებს.

წყარო