ავტორი:

სუპერთასის ფინალის პირველ ტაიმი ხვიჩა კვარაცხელიას პსჟ-მ წააგო

სუპერთასის ფინალის პირველ ტაიმი ხვიჩა კვარაცხელიას პსჟ-მ წააგო

იტალიის ქალაქ უდინეში ევროპის სუპერთასის მოსაპოვებლად მატჩი მიმდინარეობს, რომელშიც ხვიჩა კვარაცხელიას პსჟ ინგლისურ "ტოტენჰემს" უპირისპირდება და პირველი ტაიმის შემდეგ ანგარიშია - 0:1

პარიზული გუნდის მწვრთნელმა ლუის ენრიკემ შემდეგი შემადგენლობით გაიყვანა გუნდი მოედანზე:

  • შევალიე, ჰაკიმი, მარკინიოსი, პაჩო, მენდეში, ზაირ-ემერი, ვიტინია, დუე, ბარკოლა, კვარაცხელია, დემბელე.

მატჩი ორმხრივი შეტევებით მიმდინარეობდა, თუმცა პირველ ტაიმში გოლის გატანა ინგლისელებმა მოახერხეს 39-ე წუთზე.

„პარი სენ ჟერმენმა“ თამაში ახალი მეკარით, დისკვალიფიცირებული ნევეშის გარეშე და შემტევი შემადგენლობით დაიწყო. თავიდან ფრთხილი, თანაბარი თამაში იყო, პირველი მომენტი „ტოტენჰემმა“ შექმნა, როდესაც რიშარილსონის დარტყმული ბურთი შევალიემ მოიგერია. პარიზულ გუნდს აშკარად ეტყობოდა, რომ წინასასეზონო შეკრება გვიან დაიწყო, სპარინგი არ ჩაუტარებია, ფორმაში არ არის, მეტოქის კარზე სახიფათო იერიშების მიტანა უჭირდა და ვან დე ვენისგან გოლიც მიიღო", - წერს "სპორტალი".