იტალიის ქალაქ უდინეში ევროპის სუპერთასის მოსაპოვებლად მატჩი გაიმართა, რომელშიც ხვიჩა კვარაცხელიას პსჟ ინგლისურ "ტოტენჰემს" დაუპირისპირდა. ძირითადი დრო ანგარიშით 2:2 დასრულდა. პენალტების სერიაში კი ფრანგებმა იმარჯვეს.
პარიზული გუნდის მწვრთნელმა ლუის ენრიკემ შემდეგი შემადგენლობით გაიყვანა გუნდი მოედანზე:
პირველი ტაიმი ორმხრივი შეტევებით მიმდინარეობდა, თუმცა პირველ ტაიმში გოლის გატანა ინგლისელებმა მოახერხეს 39-ე წუთზე.
"პარი სენ ჟერმენმა“ თამაში ახალი მეკარით, დისკვალიფიცირებული ნევეშის გარეშე და შემტევი შემადგენლობით დაიწყო. თავიდან ფრთხილი, თანაბარი თამაში იყო, პირველი მომენტი "ტოტენჰემმა“ შექმნა, როდესაც რიშარილსონის დარტყმული ბურთი შევალიემ მოიგერია. პარიზულ გუნდს აშკარად ეტყობოდა, რომ წინასასეზონო შეკრება გვიან დაიწყო, სპარინგი არ ჩაუტარებია, ფორმაში არ არის, მეტოქის კარზე სახიფათო იერიშების მიტანა უჭირდა და ვან დე ვენისგან გოლიც მიიღო", - წერდა "სპორტალი" პირველი ტაიმის შემდეგ.
მეორე ტაიმიც "ტოტენჰემის" შეტევებით დაიწყო და უკვე 48- ე წუთზე პსჟ-მ მეორე გოლი მიიღო. ამჯერად თავი კრისტიან რომერომ გამოიჩინა.

ჩვენებური აქტიურობას ცდილობდა, მეორე ტაიმის დასაწყისში დრიბლინგით შევიდა მეტოქის საჯარიმოში და კუთხურიც გამოიმუშავა.
59-ე წუთზე ლუის ენრიკემ ხვიჩა კვარაცხელია შეცვალა და მის ნაცვლად მოედანზე ფაბიან რუისი შეუშვა.
65-ე წუთზე ბარკოლამ შეძლო გატანა, თუმცა გოლი არ ჩაითვალა თამაშგარე მდგომარეობის გამო.

85-ე წუთზე პარიზელებმა შეძლეს ერთი გოლის გაქვითვა. ანგარიში ლი ქენგ-ინის გოლით1:2 გხადა.
დამატებითი დროის მე-3 წუთზე კი გონსალო რამოსმა გაათანაბრა ანგარიში.

ვინაიდან სუპერთასის ფინალი რეგლამენტით დამატებითი დროის დანიშვნას არ ითვალისწინებს, მცირე პაუზის შემდეგ, ფეხბურთელებს პირდაპირ თერთმეტმეტრიანების დარტყმა მოუწიათ. სადაც უფრო ზუსტი გამოდგა პსჟ, რომელმაც უპირველესად ნერვების ომი მოუგო "ტოტენჰემს".
იხილეთ ასევე: