იტალიის ქალაქ უდინეში ევროპის სუპერთასის მატჩში ხვიჩა კვარაცხელიას პსჟ ინგლისურ "ტოტენჰემს" დაუპირისპირდა. ძირითადი დრო ანგარიშით 2:2 დასრულდა. პენალტების სერიაში კი ფრანგებმა იმარჯვეს.
პირველი ტაიმი ორმხრივი შეტევებით მიმდინარეობდა, თუმცა პირველ ტაიმში გოლის გატანა ინგლისელებმა მოახერხეს 39-ე წუთზე. მეორე ტაიმიც "ტოტენჰემის" შეტევებით დაიწყო და უკვე 48- ე წუთზე პსჟ-მ მეორე გოლი მიიღო. ამჯერად თავი კრისტიან რომერომ გამოიჩინა.
ჩვენებური აქტიურობას ცდილობდა, მეორე ტაიმის დასაწყისში დრიბლინგით შევიდა მეტოქის საჯარიმოში და კუთხურიც გამოიმუშავა.
59-ე წუთზე ლუის ენრიკემ ხვიჩა კვარაცხელია შეცვალა და მის ნაცვლად მოედანზე ფაბიან რუისი შეუშვა. 65-ე წუთზე ბარკოლამ შეძლო გატანა, თუმცა გოლი არ ჩაითვალა თამაშგარე მდგომარეობის გამო.
85-ე წუთზე პარიზელებმა შეძლეს ერთი გოლის გაქვითვა. ანგარიში ლი ქენგ-ინის გოლით1:2 გხადა. დამატებითი დროის მე-3 წუთზე კი გონსალო რამოსმა გაათანაბრა ანგარიში.

ევროპის სუპერთასზე პენალტების სერიაში „ტოტენჰემის“ დამარცხების შემდეგ, პსჟ-ს მწვრთნელმა ლუის ენრიკემ Canal+თან კომენტარი გააკეთა:
"ამ მატჩზე საუბარი ძნელია. 5-6 დღე ვემზადებოდით, ეს წარმოუდგენელია. გულშემატკივრები, რომლებიც შედეგის მიუხედავად ყოველთვის ჩვენს გვერდით არიან, გუნდს მხარს უჭერდნენ. ტიტულის მოგება და მათთვის მიძღვნა ძალიან სასიამოვნოა.
ვფიქრობ, მეტოქემ ძალიან კარგი შეხვედრა ჩაატარა, ისინი ჩვენზე ძლიერები და უკეთ მომზადებულები იყვნენ. რთულ სიტუაციაში ვიყავით. ბოლომდე ბრძოლა შევძელით. არ ვიცი, შედეგი სამართლიანია თუ არა, მაგრამ ასეთია ფეხბურთი. ქომაგები გავახარეთ და ამით ბედნიერები ვართ. სრულყოფა გვჭირდება. ჩემი ფეხბურთელებისგან მუდამ მეტს ველი. შევალიეს და მთელი გუნდის გამო ძალიან ბედნიერი ვარ“.


Whoscored: შევალიე 5.5 , ჰაკიმი 6.0, მარკინიოსი 6.3, პაჩო 6.3, მენდეში 6.8, ზაირ-ემერი 6.3, ვიტინია 6.4, დუე 6.0, ბარკოლა 5.9, კვარაცხელია 6.1, დემბელე 8.0, ფაბიანი 6.3, მბაიე 6.3, ლი 7.9, რამუში 7.4.
Sofascore: შევალიე 7.6, ჰაკიმი 6.1, მარკინიოსი 6.4, პაჩო 6.3, მენდეში 7.2, ზაირ-ემერი 6.8, ვიტინია 6.5, დუე 5.9, ბარკოლა 6.6, კვარაცხელია 6.4, დემბელე 9.2, ფაბიანი 6.8, მბაიე 6.8, ლი 8.5, რამუში 7.2.
Flashscore: შევალიე 6.3 , ჰაკიმი 6.5, მარკინიოსი 6.7, პაჩო 6.6, მენდეში 6.6, ზაირ-ემერი 7.1, ვიტინია 7.7, დუე 6.7, ბარკოლა 6.2, კვარაცხელია 6.4, დემბელე 7.6, ფაბიანი 6.7, მბაიე 6.7, ლი 8.3, რამუში 7.4.

ქართველმა ფეხბურთელმა კი, რომელმაც ისტორიაში პირველად მოიგო სუპერთასი, გამარჯვება გუნდთან და მეუღლესთან ერთად აღნიშნა. ნიცა თავაძე პატარა დამიანესთან ერთად ხვიჩა კვარაცხელიას ლამის ყველა თამაშს ესწრება. "კიდევ ერთი" - წერს ხვიჩა და ფოტოებს აქვეყნებს, რომელიც კიდევ ერთი გამარჯვების შემდგომ ემოციებს ასახავს.



იხილეთ ასევე: