ავტორი:

"ნაპოვნია 20 ცხედარი" - ტრაგედია იტალიის კუნძულ ლამპედუზასთან: ნავის ჩაძირვას მსხვერპლი მოჰყვა

"ნაპოვნია 20 ცხედარი" - ტრაგედია იტალიის კუნძულ ლამპედუზასთან: ნავის ჩაძირვას მსხვერპლი მოჰყვა

იტალიის კუნძულ ლამპედუზასთან ნავის ჩაძირვის შედეგად სულ მცირე 20 ადამიანი დაიღუპა.

  • მედიის ინფორმაციით, მაშველებმა ამ დრომდე 20 ცხედარი იპოვეს, სამაშველო ოპერაციები გრძელდება.

გაერო-ს ლტოლვილთა სააგენტოს, UNHCR-ის წარმომადგენელმა, ფილიპო უნგარომ, კატასტროფის გამო „ღრმა მწუხარება“ გამოთქვა და განაცხადა, რომ ზღვაში შესაძლოა კიდევ ბევრი ადამიანი იყოს დაკარგული.

იტალიური მედიის ცნობით, ნავზე 97 ადამიანი იმყოფებოდა, როდესაც ის გადაბრუნდა.

Rai Radio 1-ის ცნობით, დაკარგულად ითვლება 12-დან 17-მდე ადამიანი, 60 გადარჩენილი კი კუნძულზე უსაფრთხო ადგილას გადაიყვანეს.