დონალდ ტრამპმა ევროპელ ლიდერებს განუცხადა, რომ ვლადიმერ პუტინთან შეხვედრაზე უკრაინის ტერიტორიების შესახებ მოლაპარაკებებს არ გამართავს, - ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ევროპელ დიპლომატებზე დაყრდნობით ავრცელებს.
ასევე, აშშ-ის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ უკრაინის ტერიტორიების შესახებ მოლაპარაკება მის საქმეს არ წარმოადგენს.
დიპლომატებმა გამოცემას განუცხადეს, რომ სატელეფონო საუბრისას დონალდ ტრამპმა უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების მიმართ მხარდაჭერა გამოხატა.
ცნობისთვის, უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან და ევროპელ ლიდერებთან გამართული სატელეფონო საუბრის შემდეგ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ თუ ალასკაზე შეხვედრის შემდეგ რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტას არ დათანხმება, მაშინ ამას „მძიმე შედეგები მოჰყვება“.
წაიკითხეთ ასევე: