ავტორი:

პაკისტანში შეიარაღებულმა პირებმა ექვსი პოლიციელი მოკლეს - თავდასხმებზე პასუხისმგებლობა ისლამისტურ მებრძოლთა ჯგუფმა "ტეჰრიკ-ე-თალიბან პაკისტანმა" აიღო

პაკისტანში შეიარაღებულმა პირებმა ექვსი პოლიციელი მოკლეს - თავდასხმებზე პასუხისმგებლობა ისლამისტურ მებრძოლთა ჯგუფმა "ტეჰრიკ-ე-თალიბან პაკისტანმა" აიღო

პაკისტანში შეიარაღებულმა პირებმა ექვსი პოლიციელი მოკლეს.

  • Reuters-ის ინფორმაციით, შემთხვევა პაკისტანის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში, ავღანეთის საზღვართან მოხდა. ცეცხლსასროლი იარაღითა და ყუმბარებით შეიარაღებულმა 8 პირმა პოლიციელებს ცეცხლი მოულოდნელად გაუხსნა.

თავდასხმებზე პასუხისმგებლობა პაკისტანის ისლამისტურ მებრძოლთა ჯგუფმა „ტეჰრიკ-ე-თალიბან პაკისტანმა“ (TTP) აიღო.

ადგილობრივი მედიის ცნობით, თავდასხმის შედეგად 9 პირი დაშავდა. მათივე თქმით, ბოლო დროს შეიარაღებული დაჯგუფებების მიერ პაკისტანის პოლიციაზე თავდასხმის შემთხვევები გაიზარდა.