ავტორი:

"სასწრაფოდ უარყოს ქალბატონი ტრამპის შესახებ გაკეთებული ცრუ და დამამცირებელი განცხადებები" - მელანია ტრამპი ჯო ბაიდენის ვაჟს სასამართლოში ჩივილით ემუქრება

"სასწრაფოდ უარყოს ქალბატონი ტრამპის შესახებ გაკეთებული ცრუ და დამამცირებელი განცხადებები" - მელანია ტრამპი ჯო ბაიდენის ვაჟს სასამართლოში ჩივილით ემუქრება

აშშ-ის პირველი ლედი მელანია ტრამპი ჰანტერ ბაიდენს სასამართლოში ჩივილით დაემუქრა. ამის მიზეზი კი ბაიდენის მიერ გავრცელებული ინფორმაცია გახდა, რომლის მიხედვითაც მელანია და დონალდი ერთმანეთს ჯეფრი ეფშტეინმა გააცნო.

პირველი ლედის ადვოკატი ითხოვს, რომ ბაიდენმა სასწრაფოდ უარყოს "ქალბატონი ტრამპის შესახებ გაკეთებული ცრუ, დამამცირებელი და პროვოკაციული განცხადებები“.

ყოფილი პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის 55 წლის ვაჟმა სკანდალური განცხადება 5 აგვისტოს გააკეთა:

"ისინი კარგად იცნობდნენ ერთმანეთს, ერთად დიდ დროს ატარებდნენ“, - თქვა ბაიდენმა დონალდ ტრამპისა და ეპშტეინის შესახებ. "მისი ბიოგრაფის მიხედვით, ჯეფრი ეპშტეინმა გააცნო მელანია და დონალდ ტრამპი ერთმანეთს."

პირველი ლედის ადვოკატმა, ალეხანდრო ბრიტომ, ბაიდენის კომენტარებს "ცრუ და უხამსი“ უწოდა.

"იმის გათვალისწინებით, რომ თქვენ პირადი სარგებლის მიზნით სხვისი სახელებით, მათ შორის თქვენი გვარით, ვაჭრობის ვრცელი ისტორია გაქვთ, აშკარაა, რომ ქალბატონი ტრამპის შესახებ ეს ცრუ განცხადებები ყურადღების მისაქცევად გამოაქვეყნეთ“, - წერს ბრიტო წერილში, რომელიც Fox News-მა მოიპოვა. გარდა ამისა, ბრიტოს ინფორმაციით, თუ ბაიდენი არ დააკმაყოფილებდა პირველი ლედის მოთხოვნებს, "ქალბატონ ტრამპი სასამართლოშ სარჩელს შეიტანდა".

წყარო

წაიკითხეთ ასევე: