"მოწყენილი არ ვარ, მაგრამ სასურველი თამაში არ იყო, ვაღიაროთ. სულ ერთი კვირაა მომზადება დავიწყეთ და ეგრევე ტიტული მოვიგეთ, სიაში ჩაიწერება, თუმცა ფირმაში არ ვართ ჯერ სრულყოფილად, ვერც ვიქნებით", - ასე უპასუხა ხვიჩა კვარაცხელია, სუპერთასის ფინალში, პსჟ - "ტოტენჰემის" დაპირისპირების შემდეგ Geo Team - ის დასმულ შეკითხვას - რატომ იყო მოწყენილი?
მართალია პირველი ტაიმის წაგების, ორბურთიანი სხვაობის აღმოფხვრისა და პენალტების სერიაში გამარჯვების შემდეგ, პსჟ მორიგ ტიტულს - სუპერთასს დაეუფლა, მაგრამ ხვიჩას მსგავსად, გუნდის თამაშით არც კლუბის მთავარი მწვრთნელი ლუის ენრიკე დარჩა კმაყოფილი.
"ამ მატჩზე საუბარი ძნელია. 5-6 დღე ვემზადებოდით, ეს წარმოუდგენელია. გულშემატკივრები, რომლებიც შედეგის მიუხედავად ყოველთვის ჩვენს გვერდით არიან, გუნდს მხარს უჭერდნენ. ტიტულის მოგება და მათთვის მიძღვნა ძალიან სასიამოვნოა.
ვფიქრობ, მეტოქემ ძალიან კარგი შეხვედრა ჩაატარა, ისინი ჩვენზე ძლიერები და უკეთ მომზადებულები იყვნენ. რთულ სიტუაციაში ვიყავით. ბოლომდე ბრძოლა შევძელით. არ ვიცი, შედეგი სამართლიანია თუ არა, მაგრამ ასეთია ფეხბურთი. ქომაგები გავახარეთ და ამით ბედნიერები ვართ. სრულყოფა გვჭირდება. ჩემი ფეხბურთელებისგან მუდამ მეტს ველი. შევალიეს და მთელი გუნდის გამო ძალიან ბედნიერი ვარ“, - განაცხადა მან Canal+ - თან საუბრისას.
იხილეთ ასევე: