ანტიამერიკული „ქართული ოცნების“ რეჟიმი იკვეხნის საკუთარი პროპაგანდისტული სადგურით, რომ ჩინეთის კომუნისტური პარტიისგან ენერგეტიკულ "ინვესტიციებს“ ცდილობს, - ამის შესახებ ამერიკელი კონგრესმენი, ჯო უისლონი სოციალურ ქსელ X-ის საკუთარ გვერდზე წერს.
"სომხეთ-აზერბაიჯანის მშვიდობა უზარმაზარი ნაბიჯია, მაგრამ სამხრეთ კავკასიის მშვიდობა და კეთილდღეობა საფრთხეშია, თუ ჩინეთი საქართველოზე დომინირებას განახორციებს!“- წერს უილსონი.
ამერიკელი კონგრესმენი ეხმაურება ინფორმაციას, რომ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ცნობით, ჩინური ენერგეტიკული კომპანია Zhongbo Group-ი საქართველოში ინვესტირების შესაძლებლობებს განიხილავს.