"ბაქტერია, რომლის იდენტიფიცირებაც მოვახდინეთ, არის „ფსევდომონა“ - ძალიან მძიმე ბაქტერიაა" - ასე პასუხობს საქართველოს თხილის მწარმოებელთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს თავმჯდომარე, მერაბ ჭითანავა "ბიზნესპრესნიუსის" კითხვას, რით არის გამოწვეულია ქვეყანაში თხილის ხმობა.
თხილის მწარმოებელთა ასოციაციაში განგვიცხადებს, იდენტიფიცირებულია ბაქტერია, სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან ერთად კი მიმდინარეობს მკურნალობისთვის სათანადო პროტოკოლის შემუშავება.
„ბაქტერია, რომლის იდენტიფიცირებაც მოვახდინეთ, არის „ფსევდომონა“. ეს არის ძალიან მძიმე ბაქტერია, მასზე მუშაობა უნდა დავიწყოთ ოქტომბრის თვეში მაშინ, როცა თხილს ფოთლები დასცვივა - ვემზადებით ამისთვის. სოფლის მეურნეობის სამინისტრომ უკვე გაავრცელა გაავრცელა დასკვნა, რომელიც ერთობლივად შევიმუშავეთ. ეტაპობრივად ვამზადებთ პროტოკოლს“, - აღნიშნავს ჭითანავა...განაგრძეთ კითხვა