ავტორი:

"ფუჰ... საჭმლის მომზადება, დალაგება და დედობა..." - 59 წლის ჰოლი ბერის ირონიული კომენტარი ყოფილი მეუღლის სკანდალურ ინტერვიუზე

"ფუჰ... საჭმლის მომზადება, დალაგება და დედობა..." - 59 წლის ჰოლი ბერის ირონიული კომენტარი ყოფილი მეუღლის სკანდალურ ინტერვიუზე

ჰოლი ბერი ხუთშაბათს 59 წლის გახდა. დაბადების დღისადმი მიძღვნილ პოსტში მსახიობი თავისი პირველ ქმრის, დევიდ ჯასტისის კომენტარს გამოეხმაურა. ამ უკანასკნელმა ცოტა ხნის წინ ინტერვიუში ქორწინებაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ბერისთან დაშორების გადაწყვეტილება თავად მიიღო, რადგან მას შვილების დედად ვერ წარმოიდგენდა.

"ცოლმა საჭმელი უნდა მოამზადოს, დაალაგოს... როცა ოჯახი შევქმენით, ძალიან ახალგაზრდები ვიყავით. ჰოლი არც საჭმელს აკეთებდა და არც სახლს ალაგებდა, მინდა გითხრათ, რომ მასში დედობრივ ინსტინქტსაც ვერ ვხედავდი“, - თქვა მან.

ყოფილი მეუღლის კომენტარს მსახიობი სოციალურ ქსელში ირონიულად გამოეხმაურა - "ფუჰ... საჭმლის მომზადება, დალაგება და დედობა" - დაწერა ბერიმ.

ჰოლი ბერი 59 წლის ამერიკელი მსახიობი და ყოფილი მოდელია, მან 1986 წელს „მის აშშ“-ის საპატიო ტიტული მოიპოვა, რის შემდეგაც მისი სამსახიობო კარიერა რადიკალურად შეიცვალა. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პირველი როლებიდან ჰოლიმ 1992 წელს ფილმ Boomerang-ში ითამაშა. მას მიღებული აქვს "ემი“ და "ოქროს გლობუსი“ Introducing Dorothy Dandridge-ში შესრულებული როლისთვის.

2001 წელს მან მოიპოვა ამერიკის კინოაკადემიის უმაღლესი ჯილდო „ოსკარი“ ფილმისთვის Monster’s Ball.

წყარო