ავტორი:

დონალდ ტრამპი და ვლადიმერ პუტინი ალასკაში ჩავიდნენ - ისინი ტრაპთან გაშლილ წითელ ხალიჩაზე შეხვდნენ ერთმანეთს (ფოტოები)

დონალდ ტრამპი და ვლადიმერ პუტინი ალასკაში ჩავიდნენ - ისინი ტრაპთან გაშლილ წითელ ხალიჩაზე შეხვდნენ ერთმანეთს (ფოტოები)

დონალდ ტრამპი და ვლადიმერ პუტინი ალასკაში ჩავიდნენ, მათი თვითმფრინავები უკვე დაეშვა ქალაქ ანკორიჯის აეროპორტში.

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ალასკაში დაშვების შემდეგ Air Force One-ის კართან გამოჩნდა. ვრცელდება ფოტოები, რომელზეც ჩანს, რომ ისინი თვითმფრინავის ტრაპზე როგორ ჩამოდიან და პრეზიდენტებისთვის გაშლილ ხალიჩაზე ხვდებიან ერთმანეთს და ხელს ართმევენ.

პუტინი და ტრამპი ერთმანეთს ხელს 11 წამი ართმევდნენ. ფოტოების გადაღების შემდეგ, ორივე პრეზიდენტი ტრამპის ლიმუზინში ჩაჯდა და დახურული შეხვედრის გასამართად ერთად გაემგზავრა.