ავტორი:

რუსეთისა და აშშ-ის პრეზიდენტებმა მოლაპარაკებები დაიწყეს ანკორიჯში მდებარე სამხედრო ბაზაზე -  რა ფოტოები ვრცელდება და ვის უყვირის პუტინი?

რუსეთისა და აშშ-ის პრეზიდენტებმა მოლაპარაკებები დაიწყეს ანკორიჯში მდებარე სამხედრო ბაზაზე -  რა ფოტოები ვრცელდება და ვის უყვირის პუტინი?

რუსეთისა და აშშ-ის პრეზიდენტებმა მოლაპარაკებები დაიწყეს ანკორიჯში მდებარე სამხედრო ბაზა "ელმენდორფ-რიჩარდსონზე“.

ჟურნალისტებისთვის განცხადებები არ გაუკეთებიათ და არც კითხვებს უპასუხეს.

ამერიკის მხრიდან მოლაპარაკებებში მონაწილეობენ: სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო და სპეციალური დესპანი სტივ უიტკოფი, რუსეთის მხრიდან საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი და პუტინის თანაშემწე იური უშაკოვი.

მოგვიანებით გაიმართება კონსულტაციები გაფართოებულ ფორმატში.

ვრცელდება ფოტოები, რომლებზეც პუტინი და ტრამპი ერთმანეთის გვერდით სხედან სამიტის ფარგლებში, ფონზე წარწერებით "Pursuing Peace“ ("მშვიდობისკენ“) და "Alaska 2025“.

მათ გვერდით იმყოფებიან დელეგაციების წევრები, ხოლო ჟურნალისტები მათ სხვადასხვა კითხვებს უყვიროდნენ. ერთ ფოტოზე ჩანს, რომ პუტინი თითქოს ხმამაღლა გამოეხმაურა რეპორტიორებს.

ეს დიდი ხნის განმავლობაში პირველი შემთხვევაა, როდესაც რუსეთის პრეზიდენტი იმყოფებოდა ერთ ოთახში ამდენ დამოუკიდებელ ჟურნალისტთან, რომლებიც კრემლის კონტროლქვეშ არ არიან.

დღეს ჟურნალისტებმა უკვე მოახერხეს მისთვის ისეთი კითხვების დასმა, როგორიცაა: "როდის შეწყვეტ მშვიდობიანი მოსახლეობის მოკვლას?“ და "რატომ უნდა ენდოს ტრამპი შენს სიტყვებს?“

იხილეთ ასევე: