ვოლოდიმირ ზელენსკი ორშაბათს ვაშინგტონში დონალდ ტრამპს შეხვდება, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტი ავრცელებს.
ვოლოდიმირ ზელენსკის ცნობით, დონალდ ტრამპმა სატელეფონო საუბრისას რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან შეხვედრის ძირითადი საკითხების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.
"ჩვენ მხარს ვუჭერთ პრეზიდენტ ტრამპის წინადადებას უკრაინას, აშშ-სა და რუსეთს შორის სამმხრივი შეხვედრის ჩატარების შესახებ. ორშაბათს პრეზიდენტ ტრამპს ვაშინგტონში შევხვდები, რათა დეტალურად განვიხილოთ მკვლელობებისა და ომის დასრულებასთან დაკავშირებული ყველა საკითხი. მოწვევისთვის მადლობელი ვარ“, - აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი.
წაიკითხეთ ასევე: