საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი ზაფხულს მეგობრებთან და მეუღლესთან ერთად ატარებს. პაპარაცებმა ის ფორტ დე ბრეგანსონის მახლობლად, ხუთშაბათს დააფიქსირეს. საფრანგეთის ლიდერისთვის ჰიდროციკლით სეირნობა უცხო არ არის, გამონაკლისი არც ეს ზაფხულია.


ფორტ დე ბრეგანსონი ფრანგული რივიერასთან ახლოს მდებარე შუა საუკუნეების ციხესიმაგრეა. 1968 წლიდან იგი საფრანგეთის პრეზიდენტების ოფიციალურ საზაფხულო რეზიდენციად ითვლება.
როგორც უცხოური მედია წერს, 218-გვერდიანი სარჩელი შეტანილია აშშ-ის შტატ დელავერის სასამართლოში. მასში ნათქვამია, რომ ოუენსი ავრცელებს "ბოდვით, ცილისმწამებლურ და თითიდან გამოწოვილ ფაბრიკაციას".


ოუენსს, რომელსაც სოციალურ ქსელებში მილიონობით გამომწერი ჰყავს, არაერთხელ განუცხადებია, რომ ბრიჯიტ მაკრონმა ოდესღაც სქესი შეიცვალა. მან ასევე გამოუშვა ვიდეოების სერია სახელწოდებით "გარდაქმნა ბრიჯიტად".

შეთქმულების თეორია, რომელიც წლებია სოციალურ ქსელებში ვრცელდება, ამტკიცებს, რომ საფრანგეთის პირველი ლედი დაიბადა ჟან-მიშელ ტრონიეს სახელით (რომელიც სინამდვილეში მის ძმას ჰქვია). ეს თეორია არაფრით არ არის დადასტურებული.