ავტორი:

დედამიწას ვარსკვლავთშორისი ობიექტი უახლოვდება - რას ამბობენ მეცნიერები

დედამიწას ვარსკვლავთშორისი ობიექტი უახლოვდება - რას ამბობენ მეცნიერები

ვარსკვლავთშორისი ობიექტი, რომელიც 2025 წლის 1 ივლისს აღმოაჩინეს, დედამიწისკენ მოემართება. მეცნიერები თვლიან, რომ ეს შეიძლება იყოს "მტრულად განწყობილი" უცხოპლანეტელების კოსმოსური ხომალდი.

  • სამეცნიერო ნაშრომში, პროფესორი ავი ლოები და მისი კოლეგები წარმოადგენენ დეტალურ თეორიას იმის შესახებ, თუ რა შეიძლება იყოს ეს გალაქტიკათშორისი ვიზიტორი. მათი თქმით, შესაძლოა, ობიექტი კომეტის ნაცვლად, შორეული პლანეტიდან ჩამოსული ხომალდი იყოს, რომელიც ჩვენზე გაცილებით მოწინავე ტექნოლოგიითაა აღჭურვილი.

ლობმა და მისმა თანამოაზრეებმა თავიანთი უცნაური თეორიის დასადასტურებლად 3I/ATLAS-ის შესახებ რვა ანომალია აღმოაჩინეს, მათ შორის მისი ზომა, ტრაექტორია და ქცევა. ისინი ამტკიცებენ, რომ თითოეული ინდივიდუალური ანომალია სტატისტიკურად ძალიან იშვიათია.

3I/ATLAS მზიდან 4.5 ასტრონომიული ერთეულითაა (670 მილიონი კმ) დაშორებული და 61 კმ/წმ სიჩქარით მოძრაობს. ეს არის მესამე ვარსკვლავთშორისი ობიექტი, რომელმაც დადასტურებულად გაიარა მზის სისტემაში, 1I/ოუმუამუას და 2I/ბორისოვის შემდეგ.

3I/ATLAS-ის ბირთვის ზომა გაურკვეველია, რადგან ის აქტიური კომეტაა, რომელიც გარშემორტყმულია ამრეკლავი მტვრის გარსით. 3I/ATLAS-ის ბირთვის დიამეტრის შეფასებები 0.8 კმ-დან 24 კმ-მდე მერყეობს.

"მზის სისტემაში ღრმად შემოვა, მარსის ორბიტის შიგნით, მაგრამ ჩვენს მეზობელ პლანეტას არ დაეცემა“, — ამბობს ევროპის კოსმოსური სააგენტოს პლანეტური თავდაცვის ცენტრის ხელმძღვანელი რიჩარდ მოისლი.

ბრიტანეთის ცენტრალური ლანკაშირის უნივერსიტეტის ასტრონომის, მარკ ნორისის განცხადებით, ახალი, მესამე ობიექტი წინა ორზე გაცილებით სწრაფად მოძრაობს. ამჟამად იუპიტერიდან დაშორებულია მანძილით, რაც დედამიწასა და იუპიტერს შორისაა.

ახალ ობიექტთან შესახვედრად შესაძლებელია ხომალდის გაგზავნა, რაც მზის სისტემის გარედან მოსული რაღაც ობიექტის პირდაპირ შესწავლის უნიკალურ შანსს იძლევა.

წყარო