დღეს მსოფლიო უფრო უსაფრთხოა, ვიდრე გუშინ, - ასე ეხმაურება უნგრეთის პრემიერ-მინისტრი, ვიქტორ ორბანი ალასკაზე, აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტების, დონალდ ტრამპისა და ვლადიმერ პუტინის შეხვედრას.
ცნობისთვის, ალასკაზე, რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ „შეთანხმებას ბევრ საკითხზე მიაღწია“.
„ბევრ საკითხზე შევთანხმდით, ვიტყოდი, რომ უმეტესობაზე. ზოგიერთ დიდ საკითხზე ბოლომდე ვერ შევთანხმდით, მაგრამ წინ წავიწიეთ“, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.