ავტორი:

დღეიდან ამინდი მკვეთრად უარესდება - როდემდე გაგრძელდება წვიმა, სეტყვა და ნისლი

დღეიდან ამინდი მკვეთრად უარესდება - როდემდე გაგრძელდება წვიმა, სეტყვა და ნისლი

16 აგვისტოდან 17 აგვისტოს დილამდე აღმოსავლეთ საქართველოს აღმოსავლეთ რაიონებში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა, ზოგან ძლიერი, ელჭექი, შესაძლებელია სეტყვა და ნისლი.

ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

"მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია აღმოსავლეთ საქართველოს პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე საშუალო)" - ნათქვამია ინფორმაციაში.