ტრამპმა სატელეფონო საუბრის დროს ზელენსკისა და ევროპელ ლიდერებს უთხრა, რომ პუტინის ჯერ კიდევ მთელ დონბასს მოითხოვს. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Bloomberg წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
წყაროების ცნობით, რუსეთი მზად არის, შეწყვიტოს თავისი პრეტენზიების წამოყენება ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქების იმ ნაწილებზე, რომლებსაც ახლა არ აკონტროლებს, რითაც, ფაქტობრივად, იქ ფრონტის ხაზს გაყინავს.
ტრამპმა ლიდერებს უთხრა, რომ მზად არის ხელის შეუწყოს უკრაინისთვის უსაფრთხოების უზრუნველყოფას თუ ეს ნატო-ს არ შეეხება, და ივარაუდა, რომ პუტინი ამას დათანხმდება.
გამოცემის წყაროები აღნიშნავენ, რომ „ზოგიერთი ევროპელი ლიდერი აღელვებულია იმით, რომ ახლა ტრამპი ზეწოლას მოახდენს ზელენსკიზე, რათა ის ტერიტორიულ დათმობებზე წავიდეს შეთანხმების მისაღწევად”.
წაიკითხეთ ასევე: