ავტორი:

“ყველაფერი ჩვენს ხელშია! გამარჯვება ძალიან ახლოსაა - 4 ოქტომბერს, ყველა ქუჩაში“ - ლევან ხაბეიშვილი

“ყველაფერი ჩვენს ხელშია! გამარჯვება ძალიან ახლოსაა - 4 ოქტომბერს, ყველა ქუჩაში“ - ლევან ხაბეიშვილი

“სოლიდარობა დაკავებულებს და უნდა გვესმოდეს, რომ ყველაფერი ჩვენს ხელშია!,“ - წერს „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი სოციალურ ქსელში და ეხმაურება შსს-ს ინფორმაციას, რომლის თანახმად, 1-ელ აგვისტოს რუსთაველის გამზირზე გამართული აქციის მონაწილეებმა, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ერთ პირზე ჯგუფურად იძალადეს და პოლიციამ ორი პირი დააკავა.

  • ხაბეიშვილის თქმით, აღნიშნული „საქმის შეკერვა“ არის პრევენცია და მუქარა ხალხისთვის, რომ მათ დაიჭერენ.

„პანჩური ტიტუშკას" - საქმეზე დაკავება და სისხლის სამართლის საქმის შეკერვა, რეალურად არის პრევენცია, რომ ქუჩაში ვინმე ჩინოვნიკს არ „მოხვდეს“ ხალხისგან იგივე.

ხალხში ვერ გამოდიან მწამებელი, მარბიელი, ანწუხელიძის დამამცირებელი, რუსული გავლენის აგენტი - კოლექტიური ქოცდეპუტატები, თანამდებობის პირები და ამ დაკავებით „მესიჯს“ უგზავნიან ხალხს, რომ - „არ მოგვეკაროთ…“

რეალურად, ეს გზავნილი არის საკუთარი მეზობლებისთვის, თანასოფლელებისთვის, უბნის მარკეტის თანამშრომლებისთვის და იმ ხალხისთვის, ვისაც ყოველდღიურად ნახულობენ და გრძნობენ ნეგატიურ დამოკიდებულებას. მათ დაემუქრნენ, რომ - "დაგიჭერთ! დაგაპატიმრებთ!", რაც შიშის კლასიკური გამოვლინებაა!!! სოლიდარობა დაკავებულებს და უნდა გვესმოდეს, რომ ყველაფერი ჩვენს ხელშია! გავიმარჯვოთ და ეს გამარჯვება ძალიან ახლოსაა - 4 ოქტომბერს, ყველა ქუჩაში“, - წერს ლევან ხაბეიშვილი