ადამიანების უძველესი წინაპრების ორი სახეობა ერთსა და იმავე ადგილას ცხოვრობდა - ერთ-ერთი მათგანი შესაძლოა ისტორიისთვის უცნობი იყოს: რას აჩვენებს ნამარხები

ადამიანების უძველესი წინაპრების ორი სახეობა ერთსა და იმავე ადგილას ცხოვრობდა - ერთ-ერთი მათგანი შესაძლოა ისტორიისთვის უცნობი იყოს: რას აჩვენებს ნამარხები

ეთიოპიის ჩრდილო-აღმოსავლეთით, არქეოლოგიური გათხრების დროს აღმოჩენილი უძველესი ნამარხი კბილები მიუთითებს, რომ 2.6 მილიონიდან 2.8 მილიონ წლამდე პერიოდში, ადამიანების წინაპრების - ჰომინიდების ორი განსხვავებული სახეობა, ერთსა და იმავე ადგილას ცხოვრობდა.

  • აგრეთვე შესაძლოა დადგინდეს, რომ ერთ-ერთი მათგანი აქამდე უცნობი სახეობაა.

2018-220 წლებში აღმოჩენილი ათი კბილი ადამიანის უძველეს ნათესავ, ავსტრალოპითეკის გვარს ეკუთვნის. ამავდროულად, 2015 წელს აღმოჩენილი სამი კბილი ჰომო საპიენსის გვარს მიეკუთვნება. შედეგები ჟურნალ "Nature"-ში გამოქვეყნდა.

ნამარხებში ორი ჰომონინის ასეთი "გადაფარვა" (ერთსა და იმავე ტერიტორიაზე მსგავსი დაძველების ნაშთების აღმოჩენა) იშვიათია, რამაც ადრე მეცნიერებს აფიქრებინა, რომ ჰომო ავსტრალოპითეკის შემდეგ გაჩნდა, და არა მის თანამედროვეობაში.

ავსტრალოპითეკის სახეობა, თანამედროვე ადამიანების მსგავსად, ორ ფეხზე დადიოდა, მაგრამ შედარებით მომცრო ზომის ტვინი ჰქონდა და ზომით მაიმუნებისას წააგავდა. ჰომო სახეობების გაჩენა, მათი უფრო დიდი ზომის ტვინით, თანამედროვე ადამიანებისთვის ადვილად აღსაქმელია, როგორც ევოლუციური განვითარება. თუმცა კვლევის ახალი შედეგები აჩვენებს, რომ ჰომინინები ერთდროულად რამდენიმე სახეობით განვითარდნენ და არსებობდნენ:

"ახალი კვლევა აჩვენებს, რომ ბევრი ჩვენგანის წარმოდგენა მაიმუნის, ნეანდერტალელის და თანამედროვე ადამიანის შესახებ, არასწორია. აქ ჩვენ გვაქვს ჰომინიდების ორი სახეობა, რომლებიც ერთდროულად არსებობდნენ. ადამიანის ევოლუცია არ არის წრფივი, ის ხის მსგავსადაა გატოტილი: არსებობენ სიცოცხლის ისეთი ფორმები, რომლებიც ევოლუციის გადარჩევის შედეგად გადაშენდებიან ხოლმე",- განაცხადა კვლევის თანაავტორმა კეი რიდმა.

ახალი აღმოჩენის მნიშვნელობაზე საუბრობს დოქტორი სტეფანი მელილოც: "ახალი კვლევა მნიშვნელოვანია, რადგან ის 3 მილიონიდან 2 მილიონ წლამდე პერიოდის შესახებ ინფორმაციას გვაწვდის, რაც ადამიანის ევოლუციური კვლევების იდუმალ პერიოდს წარმოადგენს".

წყარო: cnn

მოამზადა: ანა სიბოშვილმა