ავტორი:

რუსებმა უკრაინას 4 "ისკანდერით" და 140 დრონით შეუტიეს - დარტყმა 25 ლოკაციაზე დაფიქსირდა

რუსებმა უკრაინას 4 "ისკანდერით" და 140 დრონით შეუტიეს - დარტყმა 25 ლოკაციაზე დაფიქსირდა

რუსებმა უკრაინის მიმართულებით „ისკანდერ-ემ“ ტიპის 4 ბალისტიკური რაკეტა და 140 დრონი გაუშვეს, უკრაინელებმა მტრის 88 დრონი გაანეიტრალეს, - ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს.

  • მათივე ინფორმაციით, რაკეტებისა და დრონების დარტყმები დონეცკის, ხარკოვის, სუმის, დნეპროპეტროვსკის, ზაპოროჟიეს, ოდესისა და კიევის ოლქებში 25 ლოკაციაზე დაფიქსირდა.

თავდასხმის შედეგად ხარკოვში 5 ადამიანი, მათ შორის ორი ბავშვი, დაიღუპა და 20 - დაშავდა. 6 ადამიანი დაშავდა ზაპოროჟიეში, მათგან ორის მდგომარეობა მძიმეა. კიევის ოლქში, დრონით თავდასხმის შედეგად, ანგარი დაზიანდა, დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.