2 დღის წინ მარნეულში ახალგაზრდა ქალმა საქმრო დაჭრა. გავრცელებული ინფორმაციით, ყიზილაჯლოელი მამაკაცი, რომლის ქორწილიც 17 აგვისტოს უნდა გამართულიყო, ნაქირავებ ბინაში სხვა ქალთან ერთად იმყოფებოდა. შემთხვევის ადგილზე მისულმა საცოლემ, რომელმაც აღნიშნული ფაქტის შესახებ გაიგო, მამაკაცი და თანმხლები ქალი დანით დაჭრა.
"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, ქვემო ქართლის რეგიონში, ჯგუფურად იძალადეს ზ.ჯ.-ზე. ასევე, ნ. ა.-მ ცივი იარაღის გამოყენებით ზ.ჯ.-ს მუცლის არეში ჭრილობა მიაყენა.
დაჭრილი ახალგაზრდა შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის მიზნით მოთავსებულია კლინიკაში. სამართალდამცველებმა ნ.ა. ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების, ხოლო ა.ა. და შ.ქ. ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ბრალდებით დააკავეს." - ნათქვამია ინფორმაციაში.
სამივე დაკავებულს ბრალს დღეს წარუდგენენ. ერთ-ერთი დაკავებულის ადვოკატი მომხდარის დეტალებს ჰყვება:
"ახალგაზრდა მამაკაცი მეგობარ გოგონასთან ერთად იმყოფებოდა სახლში, 2-3 დღეში ჰქონდა ქორწილი. მისი საცოლე დასთან და ნათესავ გოგოსთან მივიდა საქმროს სახლში. ამის შემდეგ გოგოებს შორის კონფლიქტი წარმოიშვა, რა დროსაც ერთმანეთს მიაყენეს დაზიანებები. სამივე გოგონა დაკავებულია. ბიჭმა ნახა, რომ ვერ შეძლო მათი გაშველება და თვითდაზიანება მიიღო", - ჰყვება ადვოკატი.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე და 126-ე მუხლებით მიმდინარეობს.
წაიკითხეთ ასევე: