ევროპელი ლიდერები თეთრ სახლში მივიდნენ. აშშ-ის პრეზიდენტთან, დონალდ ტრამპთან შესახვედრად თეთრ სახლში ნატო-ს გენერალური მდივანი მარკ რუტე, გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი, ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი და იტალიის პრემიერ-მინისტრი ჯორჯია მელონი უკვე მივიდნენ.
ევროპელ ლიდერებს გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი, საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი და ფინეთის პრეზიდენტი ალექსანდრ სტუბი შეუერთდებიან.
„ჩვენ უკრაინის მხარეს ვართ და აშშ-ის პრეზიდენტის ძალისხმევას მხარს ვუჭერთ. ვფიქრობ, ამ თვალსაზრისით დღეს მნიშვნელოვან სამუშაოს შევასრულებთ“, - განაცხადა ჯორჯია მელონიმ.
მისი თქმით, „მოხარულია, რომ უკრაინისთვის ნატო-ს მსგავსი უსაფრთხოების გარანტიების წინადადება, რომელიც პირველად იტალიამ წამოაყენა, დღევანდელი მოლაპარაკებების ცენტრალური თემა იქნება“.
დონალდ ტრამპი ევროპელ ლიდერებთან შეხვედრამდე უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან გამართავს მოლაპარაკებებს.
დონალდ ტრამპისა და ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვედრა თბილისის დროით 21:15 საათზე დაიწყება.
ცნობილი გახდა, რომ შეხვედრის დასრულების შემდეგ უკრაინის პრეზიდენტი ინტერვიუს მისცემს Fox News-ს.
უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსს, ერმაკს დიდი ხვეულები უჭირავს ხელში, სავარაუდოდ ეს რუკებია.
ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთად ვაშინგტონში იმყოფებიან:
ზელენსკის ადმინისტრაციის უფროსი ანდრეი იერმაკი; საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე სერგეი კისლიცა; გაეროში ყოფილი ელჩი, უკრაინის ეროვნული თავდაცვისა და უსაფრთხოების საბჭოს ხელმძღვანელი რუსტემ უმეროვი;
სტამბოლის მოლაპარაკებებზე უკრაინის დელეგაციის ხელმძღვანელი, ყოფილი სამხედრო მეთაური და პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე პავლო პალისა; პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე იჰორ ბრუსილო.


„როიტერი“ ფოტოებს ავრცელებს და წერს, რომ უკრაინის მხარდამჭერები თეთრი სახლისკენ მიმავალი გზის ნაწილზე დგანან და უკრაინისა და ამერიკის დროშებს აფრიალებენ.

ევროპელმა ლიდერებმა თეთრ სახლში ცოტა ხნის წინ დაიწყეს შეკრება.
იხილეთ ასევე: