“ჩვენი მთავარი მიზანი უკრაინისა და მთელი ევროპისთვის საიმედო და ხანგრძლივი მშვიდობაა“, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ვაშინგტონში, აშშ-ის პრეზიდენტთან, დონალდ ტრამპთან შეხვედრამდე სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.
<blockquote class="twitter-tweet"><p lang="en" dir="ltr">Our main goal is a reliable and lasting peace for Ukraine and for the whole of Europe. And it is important that the momentum of all our meetings lead to precisely this result. We understand that we shouldn't expect Putin to voluntarily abandon aggression and new attempts at… <a href="https://t.co/lSlBPJNKZo">pic.twitter.com/lSlBPJNKZo</a></p>— Volodymyr Zelenskyy / Володимир Зеленський (@ZelenskyyUa) <a href="https://twitter.com/ZelenskyyUa/status/1957480362109555133?ref_src=twsrc%5Etfw">August 18, 2025</a></blockquote> <script async src="https://platform.twitter.com/widgets.js" charset="utf-8"></script>
„მნიშვნელოვანია, რომ ჩვენმა ყველა შეხვედრამ ამ შედეგამდე მიგვიყვანოს. გვესმის, არ უნდა გვქონდეს იმის მოლოდინი, რომ პუტინი საკუთარი ნებით შეწყვეტს აგრესიასა და დაპყრობების ახალ მცდელობებს. სწორედ ამიტომ უნდა იმუშაოს ზეწოლამ და ეს უნდა იყოს ერთობლივი ზეწოლა, აშშ-ისა და ევროპის მიერ“, - წერს ვოლოდიმირ ზელენსკი.
მისი თქმით, აშშ-ის პრეზიდენტთან, დონალდ ტრამპთან შეხვედრამდე ფინეთის, გაერთიანებული სამეფოს, იტალიისა და ევროკომისიის ლიდერებთან, ასევე ნატო-ს გენერალურ მდივანთან პოზიციები შეათანხმა.
„უკრაინა რეალური ცეცხლის შეწყვეტისა და უსაფრთხოების ახალი არქიტექტურის შექმნისთვის მზად არის. ჩვენ მშვიდობა გვჭირდება“, - აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი.