"ჩინეთისა და ევროპის ერთობლივი მონაწილეობის გარეშე, "შუა დერეფნის“ ინიციატივის წარმატება რთულად მისაღწევი იქნება“ - ჩინეთის ელჩი "ჩინეთისა და ევროპის ერთობლივი მონაწილეობის გარეშე, "შუა დერეფნის“ ინიციატივის წარმატება რთულად მისაღწევი იქნება“, - ამის შესახებ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში, ჭოუ ციენმა "ბიზნესპრესნიუსთან“ ინტერვიუში განაცხადა.
როგორც ელჩი აღნიშნავს, "შუა დერეფნის“ განვითარება კიდევ უფრო გაამარტივებს ჩინეთ-საქართველოს შორის სავაჭრო თანამშრომლობას და ხელს შეუწყობს ჩინეთსა და ევროპას შორის ლოგისტიკური გზების მრავალფეროვნებისა და სიმტკიცის ზრდას.
ჩინეთისა და ევროპის გარეშე "შუა დერეფნის“ წარმატება რთული იქნება
"ჩინეთისა და ევროპის ერთობლივი მონაწილეობის გარეშე, "შუა დერეფნის“ ინიციატივის წარმატება რთულად მისაღწევი იქნება. ჩინეთ-საქართველოს ეკონომიკური და სავაჭრო თანამშრომლობა განვითარების კარგ ტენდენციას ინარჩუნებს. 2024 წელს ჩინეთ-საქართველოს ვაჭრობის მოცულობამ 2.26 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწია, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 10%-იანი ზრდაა. ქართული ღვინო და სხვა მაღალი ხარისხის პროდუქტი ეტაპობრივად შედის ჩინეთის უზარმაზარ ბაზარზე..." გააგრძელეთ კითხვა