ავტორი:

"ვალენსია" ქართველის გარეშე დარჩენას არ აპირებს? - რამდენ მილიონ დოლარს ითხოვს "უოტფორდი" გიორგი ჩაკვეტაძის სანაცვლოდ?

"ვალენსია" ქართველის გარეშე დარჩენას არ აპირებს? -  რამდენ მილიონ დოლარს ითხოვს "უოტფორდი" გიორგი ჩაკვეტაძის სანაცვლოდ?

Geo Team-ის ცნობით, "უოტფორდის“ ნახევარმცველი გიორგი ჩაკვეტაძე "ვალენსიას“ კონტრაქტზე შეუთანხმდა:

"Geo Team-ის ინფორმაციით, გიორგი ჩაკვეტაძემ "ვალენსიასთან" პირადი კონტრაქტის ყველა დეტალი შეათანხმა - მაგიდაზეა 4-წლიანი ხელშეკრულება. ახლა ყველაფერი "უოტფორდსა“ და "ვალენსიას“ შორის შეთანხმებაზეა დამოკიდებული. როგორც შევიტყვეთ, "უოტფორდი“ 10 მილიონს ითხოვს.

"ვალენსია“ ქართველს ანდრე ალმეიდას შეცვლის პირველ კანდიდატად მიიჩნევს - თუ პორტუგალიელი "ღამურებს“ დატოვებს, ესპანური კლუბი გიორგი ჩაკვეტაძის ტრანსფერს ზაფხულშივე დახურავს“.

ადრე ჟურნალისტმა საშა ტავოლიერიმ გაავრცელა ინფორმაცია, რომ "ვალენსიას“ ქართველის იჯარით აყვანა კი არა, არამედ შეძენა სურს.

შეგახსენებთ, წლების განმავლობაში ამ კლუბის კარს იცავდა გიორგი მამარდაშვილი, რომელიც ამ სეზონიდან "ლივერპულში" გადაბარგდა.