ავტორი:

ავარიას ახალციხეში მსხვერპლი მოჰყვა

ავარიას ახალციხეში მსხვერპლი მოჰყვა
  • ფოტო: "სამხრეთის კარიბჭე"

"სამხრეთის" კარიბჭის" ცნობით, დღეს, 19 აგვისტოს, ახალციხეში, აბასთუმნის გზატკეცილზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რის შედეგად ერთი კაცი გარდაიცვალა.

გამოცემის ინფორმაციით, მძღოლმა სავარაუდოდ საჭე ვერ დაიმორჩილა და გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა.

"საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის“ ინფორმაციით , ადგილზე მისულ დახმარების ჯგუფს ავტომობილში შუახნის მამაკაცის ცხედარი დახვდა“..

შსს–ს განმარტებით, გამოძიება სსკ 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით დაიწყო, რაც სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. აღნიშნული ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე.