ავტორი:

შორსმსროლელი და “ძალიან ძლიერი“ - რას წარმოადგენს ახალი უკრაინული ფრთოსანი რაკეტა “ფლამინგო“, რომლის შესახებ ინფორმაციას საგულდაგულოდ მალავდნენ

შორსმსროლელი და “ძალიან ძლიერი“ - რას წარმოადგენს ახალი უკრაინული ფრთოსანი რაკეტა “ფლამინგო“, რომლის შესახებ ინფორმაციას საგულდაგულოდ მალავდნენ

ვლადიმირ ზელენსკის ვაშინგტონში ვიზიტამდე უკრაინულ მედიაში ახალი ფრთოსანი რაკეტის ფოტოები გამოქვეყნდა. როგორც უკრაინული მხარე ირწმუნება “ფლამინგოს“ 3 ათასი კილომეტრის გადაფრენა და ერთ ტონა ასაფეთქებელი ნივთიერების წაღება შეუძლია.

  • ორშაბათს თავდაცვის მინისტრმა დენის შმიგალმა განაცხადა, რომ უკრაინას უკვე გააჩნდა შორსმსროლელი და “ძალიან ძლიერი“ იარაღი, რომლის დეტალებსაც მაშინ გაამჟღავნებდნენ “როდესაც შესაბამისი დრო დადგებოდა“.

თუ ეს სიმართლეა და ახალი რაკეტა უკვე სერიულ წარმოებაში არის ჩაშვებული, მაშინ “ფლამინგო“ რუსეთის სამხედრო მრეწველობისთვის სერიოზულ გამოწვევად შეიძლება იქცეს.

აქამდე “ ფლამინგოს“ სახელწოდებას მხოლოდ იმ VB140 ტიპის “გზაგადამჭრელი-დრონის“ პროექტი ატარებდა, რომლის დაფინანსებაც გერმანიამ აიღო საკუთარ თავზე, თუმცა გამოქვეყნებულ ფოტოებზე აშკარად ჩანს ტრაილერზე განთავსებული ორი ფრთოსანი რაკეტა.

სავარაუდოდ სურათების გამოქვეყნება მწარმოებლისა და უკრაინის სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობის ნებართვით მოხდა, რადგან ეს ინფორმაცია მედიაში ზუსტად ზელენსკისა და ევროპელი ლიდერების თეთრ სახლში ვიზიტის წინ გავრცელდა.

ახალი ტიპის უკრაინული რაკეტების გამოჩენამ სოციალურ ქსელებში დიდი რეზონანსი გამოიწვია. კორპუსის ზედა ნაწილის, ძრავის და ფიქსირებული ფრთების გამო, ბევრმა ახლი რაკეტა მეორე მსოფლიო ომის დროინდელ გერმანულ Fau1-სა და საბჭოთა უპილოტო სადაზვერვო აპარატ Ту-1-ს შეადარა.

თუმცა სამხედრო მიმომხილველები ვარაუდობენ, რომ შესაძლოა რეალურად საუბარი FP-5 რაკეტის უკრაინულ ვარიანტზე მიდიოდეს, რომელიც ბრიტანეთისა და გაერთიანებული ემირატების კომპანია Milanion Group-ის მიერ არის შექმნილი.

  • FP-5 - ის მახასიათებლები

2025 წლის თებერვალში IDEX-ის ფორუმზე Milanion Group-მა უკვე წარადგინა თავისი ახალი ფრთოსანი რაკეტა, რომლის გაცხადებული ტექნიკური მახასიათებლებია: ფრენის მანძილი - 3 ათას კმ-მდე, ფრენის სიმაღლე - 5 კმ-მდე, კრეისერული სიჩქარე 850–900 კმ/სთ, მაქსიმალური სიჩქარე 950 კმ/სთ, ფრენის ხანგრძლივობა — 4 საათამდე. საბრძოლო დატვირთვა — 1000 კგ.

FP-5-ის კომპლექტში შედის თვითონ რაკეტა, მყარი საწვავზე მომუშავე სარაკეტო ძრავა, მიწისზედა სამართავი სადგური, ტრანსპორტირების კომპლექტი, გამშვები დანადგარი და სათადარიგო ნაწილები.

თუმცა რაკეტის გაშვებისთვის მომზადებას საკმაოდ დიდი დრო, 20–40 წუთი სჭირდება.

  • მარტივი რაკეტა რუსეთის სამხედრო-პოლიტიკური კომპლექსის წინააღმდეგ

ჯერ უცნობია, შეძლებს თუ არა უკრაინა თვეში 50-მდე „ფლამინგოს“ წარმოებას. მაგრამ რუსეთის სიღრმისკენ გაშვებული 10–15 რაკეტაც კი უკვე სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს რუსული ქარხნებისთვის.

3000 კმ ფრენის მანძილი უკრაინას საშუალებას მისცემს არა მხოლოდ საზღვრისპირა, არამედ ევროპული რუსეთისა და თათრეთის ობიექტებზეც კი მიიტანოს დარტყმა.

მაგალითად: მანძილი კიევიდან მოსკოვამდე — 750 კმ-ია, ხარკოვიდან ელაბუგამდე (თათრეთში, სადაც “შაჰიდები“ იწარმოება) — 1400 კმ, ხარკოვიდან იჟევსკამდე — 1300 კმ. თავად “ფლამინგოს“ ერთტონიანი საბრძოლო ქობინი კი ბევრად აღემატება ნებისმიერ დრონის დარტყმით შესაძლებლობებს.

მთავარ კითხვაა, რამდენად შეძლებს რუსეთის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვაა დაუპირისპირდეს “ფლამინგოებს“. დიდი ზომების გამო (ფრთების სიგანე — 6 მ, მასა გაშვებისას— 6 ტონა) რაკეტა თავისთავად არ არის რთული საჰაერო სამიზნე, თუმცა რუსეთის მასშტაბების გამო, ყველა ობიექტის სიღრმისეულად დაცვა შეუძლებელია, მით უფრო თუ აღნიშნული რაკეტები უკვე სერიულად იწარმოება.

“ეს ნამდვილად მარტივი რაკეტაა, რომელიც არ შეიძლება შევადაროთ იგივე Shadow/SCALP-ს, თუმცა ამ შემთხვევაში ჩვენ არც გვჭირდება რაიმე რთული სამიზნე სისტემების გამოყენება, რადგან მთავარი მიზანი რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის განადგურებაა, რომლის ობიექტები რუსეთის უზარმაზარ ტერიტორიაზე არის მიმოფანტული“ აცხადებს უკრაინული მხარე.

უკრაინული Fire Point-ის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ “ფლამინგო“ ბევრად სჯობს ამერიკულ “ტომაჰავკებს“, რომლებიც უკვე მოძველდა და თან ძვირი ჯდება “ჩვენი რაკეტები კი უკვე სერიულ წარმოებაშია ჩაშვებული და თან მთლიანად უკრაინულია“.

  • ახალი რაკეტა როგორც პოლიტიკური არგუმენტი

BBC-ის სამხედრო მიმომხილველის პაველ აქსიონოვის აზრით, ახალი რაკეტის შესახებ ინფორმაციის გამოქვეყნება მოლაპარაკებების წინ პოლიტიკური მესიჯია: უკრაინა არა მხოლოდ თავს იცავს, არამედ სერიოზული ზიანის მიყენებაც შეუძლია.

თუმცა ჯერ ბოლომდე უცნობია, ნამდვილად შეძლებს თუ არა “ფლამინგო“ 3000 კმ მანძილის დაფარვას ერთტონიანი ასაფეთქებელი ქობინით. მაგრამ ინფორმაცია ნამდვილად ყურადსაღებია თუნდაც იმიტომ, რომ ახალი რაკეტის საბრძოლო მასა ორჯერ აღემატება იგივე “კალიბრის“ ან „ტომაჰავკის“ მაქსიმუმს. თავად უკრაინას კი, როგორც რეაქტიული ძრავების და თვითმფრინავების მწარმოებელ ქვეყანა, აღნიშნულ სფეროში დიდი ინჟინრულ გამოცდილებას ფლობს.

წყარო