რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მოსკოვში შეხვედრა შესთავაზა, ზელენსკიმ უარი თქვა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC და საინფორმაციო სააგენტო AFP წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებენ.
უფრო ადრე, AFP-მ ინფორმაცია გაავრცელა, რომ პუტინმა მსგავსი წინადადება დონალდ ტრამპთან ორშაბათს გამართული საუბრის დროს გააჟღერა.
“როგორ რეაქციას ელით ჩვენგან? მან [პუტინმა] თქვა ეს, ყველამ დაუყოვნებლივ უარყო, და გუშინ უკვე გავცდით ამ თემას”, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველმა, დმიტრო ლიტვინმა BBC-სთან საუბარში.