ავტორი:

სამტრედიაში მამაკაცი დაჭრეს

სამტრედიაში მამაკაცი დაჭრეს

სამტრედიაში მამაკაცი დაჭრეს. შემთხვევა გუშინ ღამით მოხდა. დაჭრილი მამაკაცი კლინიკაში გადაიყვანეს.

  • არსებული ინფორმაციით, პირი, რომელმაც მამაკაცი დაჭრა, პოლიციამ დააკავა.

შსს-ს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს და ისჯება თავისუფლების აღკვეთით სამიდან ექვს წლამდე.