ავტორი:

"მტერმა მასშტაბური დარტყმა განახორციელა..." - რა ხდება ქალაქ ახტირკაში, სადაც რუსებმა იერიში მიიტანეს: დაშავდა 12 ადამიანი, მათ შორის, ბავშვები

"მტერმა მასშტაბური დარტყმა განახორციელა..." - რა ხდება ქალაქ ახტირკაში, სადაც რუსებმა იერიში მიიტანეს: დაშავდა 12 ადამიანი, მათ შორის, ბავშვები

უკრაინის სუმის ოლქის ქალაქ ახტირკაზე 20 აგვისტოს ღამით რუსული დრონებით განხორციელებული მასშტაბური შეტევის შედეგად 12 ადამიანი, მათ შორის ორი ბავშვი, დაშავდა, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

  • "ღამით მტერმა დრონებით მასშტაბური დარტყმა განახორციელა ქალაქ ახტირკაზე. თავდასხმის შედეგად 12 ადამიანი დაშავდა, მათ შორის ორი ბავშვი. დაზიანდა საცხოვრებელი კორპუსი, 13 კერძო სახლი, დამხმარე შენობა და ავტოფარეხი”, - აღნიშნულია უკრაინის ეროვნული პოლიციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მათი განცხადებით, დარტყმების ადგილზე საგამოძიებო ჯგუფები და პოლიციის ბომბების გაუვნებელყოფის სპეციალისტები მუშაობდნენ.