ავტორი:

პუტინის საიდუმლო თინეიჯერი საყვარელი და სკანდალური წიგნი, სადაც რუსეთის პრეზიდენტის პირადი ცხოვრების დეტალებია აღწერილი - ვინ არის ალისა ხარჩევა

პუტინის საიდუმლო თინეიჯერი საყვარელი და სკანდალური წიგნი, სადაც რუსეთის პრეზიდენტის პირადი ცხოვრების დეტალებია აღწერილი - ვინ არის ალისა ხარჩევა

ჟურნალისტების რომან ბადანინისა და მიხაილ რუბინის ახლად გამოცემულ წიგნში „ცარის პერსონა: როგორ გაგვაცურა ვლადიმერ პუტინმა ყველანი“, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის პირადი ცხოვრების სკანდალურ დეტალებზეა საუბარი.

  • ავტორების მტკიცებით, პუტინმა შეაცდინა 17 წლის გოგო, რომელიც ამომრჩეველთა მოზიდვისათვის „ეროტიკული კალენდრისთვის პოზირებდა“.

როგორც წიგნშია აღნიშნული, პუტინი 58 წლის იქნებოდა, როდესაც 17 წლის ალისა ხარჩევას შეხვდა.

ალისა პოზირებდა „ეროტიკული კალენდრისთვის“, რომელიც მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა პუტინს „საჩუქრად“ გადასცეს. თუმცა, კალენდარი სინამდვილეში მისი პიარ მანქანის ხრიკი იყო, რათა 2012 წლის რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნების წინ მისი მაჩოს იმიჯი გაეზარდა.

მაშინ ის ქვეყნის პრეზიდენტად ოთხწლიანი პრემიერ-მინისტრობის შემდეგ დაბრუნდა.

„სინამდვილეში, პუტინმა კალენდარში გამოსახული გოგონების საკონტაქტო ინფორმაციაც მიიღო და აირჩია მოსკოვის მკვიდრი, 17 წლის ალისა ხარჩევა. მაშინ გოგონას რამდენიმე სილამაზის კონკურსში უკვე ჰქონდა მონაწილეობა მიღებული.“, - ნათქვამია წიგნში.

პუტინისა და ალისას ურთიერთობის შესახებ ჭორები ადრეც ვრცელდებოდა, თუმცა ამჯერად წიგნში მოცემულია ახალი დეტალები. ავტორების თქმით, პუტინს გოგონასთან ურთიერთობა ჰქონდა იმ დროს, როდესაც დაქორწინებული იყო თავის მაშინდელ მეუღლეზე, ლიუდმილაზე.

  • მოგვიანებით მას ასევე ჰქონდა საიდუმლო რომანი 42 წლის ტანმოვარჯიშე ალინა კაბაევასთან. როგორც ამბობენ წყვილმა შეხვედრები დაახლოებით 2007 წელს დაიწყო. კაბაევამ მოგვიანებით დიქტატორს ორი ვაჟი გაუჩინა.

„ამ ამბის მცოდნე ოთხმა ადამიანმა გვითხრა, რომ [კალენდრის] გამოქვეყნებიდან მალევე, პუტინის თანაშემწეებმა დაურეკეს ხარჩევას და პრეზიდენტის აგარაკზე მიიწვიეს“, - ნათქვამია წიგნში.

ერთ-ერთი წყაროს ცნობით, პირველი ვიზიტის შემდეგ, ახალგაზრდა ლამაზმანი პრეზიდენტთან დაახლოებით ორ კვირაში ერთხელ მიჰყავდათ ერთი წლის განმავლობაში. პუტინის დაბადების დღიდან სამი თვის შემდეგ, ალისა გამოჩნდა სატელევიზიო შოუში „ათი მილიონი“.

„მას [პუტინს] პროექტები ძალიან მოეწონა. მისმა პრესმდივანმა თქვა, რომ მოეწონა“, - თქვა ალინამ მაშინ.

„პუტინსა და ალისას შორის თითოეული შეხვედრისთვის ჩვენ ვამზადებდით რაიმე სახის პროექტს, რომელიც მას ვლადიმერ ვლადიმიროვიჩისთვის [პუტინისთვის] უნდა წარედგინა. ალისამ ეს ნებაყოფლობით გააკეთა. ის მადლიერი იყო...“ - ამბობს ანონიმური წყარო თემის კომენტირებისას.

ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ „პუტინისგან ჯილდოს სახით“ გოგონას სწავლა მოსკოვის პრესტიჟულ საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტში დააწყებინეს.

„ხარჩევა კნუტთან ერთად გამოჩნდა, მაგრამ გაცილებით მეტი ყურადღება მიიპყრო მისი წითელი კაბის ღრმა დეკოლტემ. ძალიან მალე გოგონამ წაშალა პოსტი და ასევე საჯაროდ ხელმისაწვდომი ყველა ძველი ფოტო. არც მას და არც პუტინის პრესსამსახურს არ გაუკეთებიათ კომენტარი ამ ფოტოსესიაზე,“ - წერია წიგნში.

მოგვიანებით გოგონამ ძვირადღირებული ბინა შეიძინა მოსკოვის პრესტიჟულ უბანში. თუმცა 32 წლის დაქორწინებული ალისა უარყოფდა, რომ ბინა პუტინისგან მიიღო საჩუქრად.

„არავის არასდროს დაუსვამს ჩემთვის ასეთი სულელური კითხვები“, - თქვა მან და განაცხადა, რომ იპოთეკურ სესხს იხდიდა.

წყარო

იხილეთ ასევე: