ისრაელის თავდაცვის მინისტრმა ქალაქ ღაზაზე შეტევის გეგმა დაამტკიცა, - ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა The Times of Israel-ი ავრცელებს.
ოპერაცია „გიდეონის ეტლები B“-ის ფარგლებში ისრაელის თავდაცვის ძალები დაახლოებით 60 000 რეზერვისტს გამოიძახებს.
ცნობისთვის, ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ ქალაქ ღაზაზე სრული კონტროლის დამყარების გეგმა მიმდინარე თვის დასაწყისში დაამტკიცა.