ბოლო დროს ევროპის ქვეყნებში უცნაური რამ ხდება. ტურიზმით შეწუხებული მომიტინგეები ესპანეთის ქუჩებში გამოვიდნენ, ვენეციაში მილიარდერის ქორწილი ჩაშალეს და ლუვრის დახურვაც კი გამოიწვიეს.
“მე ვამბობდი... 10 წლის წინ გითხრათ, რომ ეს მოხდებოდა,“ - აცხადებს Sunvil-ისა, დიდი ბრიტანეთის ტუროპერატორის თავმჯდომარე ნოელ ჟოზეფიდესი. ის სფეროში 1970-იანი წლებიდან მოღვაწეობს და ევროპის ქვეყნებში დასასვენებლად მდიდარ ბრიტანელებს.
ის იდეალურ შტორმს წინასწარმეტყველებდა: სწრაფად მზარდი ბიუჯეტური ავიაკომპანიები მოკლევადიანი გაქირავების კომპანიებთან თანამშრომლობენ. ამას ფასების შემცირება, თუმცა დიდი აჯანყება მოჰყვა.
“ადგილობრივი მოსახლეობა აბსოლუტურად მართალია. სიტუაცია კონტროლიდან გამოვიდა. მე მომიტინგეების მხარეს ვარ, მიუხედავად იმისა, რომ ეს ჩემს ბიზნესზე მოქმედებს “, - ამბობს ნოელი.
ამ ზაფხულს ევროპაში არსებული სიტუაცია ძალიან განსხვავდება 2020 წლის ზაფხულისგან. ვითარება “ტურისტულ ადგილებში“კიდევ უფრო გაუარესდა.
ინგლისური ენის მასწავლებელი ბარსელონაში და პომპეუ ფაბრას უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი დომინგო ალეგრე, ისტორიულ ცენტრში, საკათედრო ტაძრის გვერდით ცხოვრობს და რამბლას მახლობლად მუშაობს. ის ამბობს, რომ მისი ქალაქი ამოუცნობად შეიცვალა.
“ტურიზმი ყოველთვის გვქონდა და ის მასშტაბური იყო, მაგრამ ბოლო 10-15 წლის განმავლობაში გაუარესდა. ეს აღარ არის სეზონური, წელიწადში 365 დღეა. და იქ გაცილებით მეტი ვიზიტორია, ვიდრე მაცხოვრებელი. ფასები გაიზარდა. Airbnb-მ ფაქტობრივად ბევრი ადგილობრივი გამოასახლა. ჩემი მეგობრების უმეტესობამ დატოვა ტერიტორია, რადგან აქ ცხოვრება აღარ შეუძლიათ“, - ამბობს ალეგრე.
ადგილობრივი პოპ-მუსიკოსი ორნელო, მშობლიურ ქალაქშიც ზედმეტად გრძნობს თავს.
“მე ველოსიპედისტი ვარ და კვირაობით ველოსიპედით დავდივარ. გზაზე გავდივარ და კუნძულზე ჩამოსული ყველა ტურისტის საწინააღმდეგოდ მოცურავე ორაგულად ვგრძნობ თავს. ზოგჯერ, როდესაც ასობით ტურისტით ხარ გარშემორტყმული, თავს უცხოდ გრძნობ“, - ამბობს ის.
ტურ- ოპერატორ ჯოზეფიდესის თქმით, ბერძნული კუნძულების, კორფუსა და კრეტას აეროპორტები გადატვირთულია.
“ბაზარს არ სურს უცნობ მიმართულებებზე ფრენა, ამიტომ არსებობს იაფი ფრენების პრობლემა, რომელიც Airbnb-ს კვებავს. ადგილობრივები აბსოლუტურად მართლები არიან - ეს კონტროლიდან გამოვიდა“, - ამბობს ის.
Visit Palma-ს ტურიზმის დირექტორი, პედრო ომარი კარგად იცნობს პრობლემას. მისი თქმით, ტურისტები ესპანეთის ქალაქებში არასათანადოდ იქცევიან, ხოლო ადგილობრივები - ზომების მიღებას ითხოვენ.
მასობრივი ტურიზმის შესაჩერებლად ზოგიერთი მიმართულება დიდი ხანია იყენებს მაღალ ფასებს. ბჰუტანი მდგრადი განვითარების ფონდში დღეში 100 დოლარის გადასახადს ითხოვს. რუანდაში გორილებზე დაკვირვების ნებართვა ერთ ადამიანზე 1500 დოლარი ღირს.
“ქალაქი, სადაც მაცხოვრებლები უკმაყოფილოები არიან, არ მუშაობს. ის მთლიანად კარგავს თავის იდენტობას. მაცხოვრებლები თავს გაუცხოებულად გრძნობენ და უბნები ტურისტულ ადგილებად იქცევა“, - ამბობს Visit Italy-ს აღმასრულებელი დირექტორი რუბენ სანტოპიეტრო.
სანტოპიეტრო ნეაპოლის მკვიდრია, სადაც მარტში საბინაო დეფიციტისა და მოკლევადიანი გაქირავების ზრდის გამო საპროტესტო აქციები დაიწყო.
მისი თქმით, რომი, ფლორენცია და ნეაპოლი “ტურიზმით იმდენად არიან დათრგუნულები“, რომ უკან დაბრუნება შეუძლებელია.
იხილეთ ასევე: