ავტორი:

"ჩვენს ოჯახს ბატონ ლევანთან ნათესაური ურთიერთობა აკავშირებს" - ბიძინა და ეკატერინა ივანიშვილები ლევან გაჩეჩილაძის ოჯახს უსამძიმრებენ

"ჩვენს ოჯახს ბატონ ლევანთან ნათესაური ურთიერთობა აკავშირებს" - ბიძინა და ეკატერინა ივანიშვილები ლევან გაჩეჩილაძის ოჯახს უსამძიმრებენ

ბიძინა და ეკატერინა ივანიშვილები სამძიმრის წერილს ავრცელებენ და ცნობილი ქართველი ბიზნესმენისა და პოლიტიკოსის, ლევან გაჩეჩილაძის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამენ.

"ღრმა მწუხარებას გამოვხატავთ ცნობილი ქართველი ბიზნესმენისა და პოლიტიკოსის, ლევან გაჩეჩილაძის გარდაცვალების გამო. ბატონი ლევანი საქართველოს უახლეს ისტორიაში უდავოდ იყო ერთ-ერთი გამორჩეული ფიგურა, რომელმაც ჩვენს საზოგადოებას ერთიანობის, შეუპოვარი ბრძოლისა და სამშობლოს სიყვარულის მაგალითი ერთ-ერთ ყველაზე რთულ დროს უჩვენა.

ჩვენს ოჯახს ბატონ ლევანთან დიდი ხნის მეგობრული და ნათესაური ურთიერთობა აკავშირებს. სამძიმარს ვუცხადებთ ლევან გაჩეჩილაძის ოჯახს, მეგობრებსა და ახლობლებს ამ დიდი დანაკარგის გამო" - ნათქვამია სამძიმრის წერილში.

დღეს, დილას, გავრცელდა ინფორმაცია, რომ 61 წლის ასაკში ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა ბიზნესმენი და პოლიტიკოსი ლევან გაჩეჩილაძე. ის იყო პოლიტიკური პროცესების აქტიური მონაწილე და ერთ-ერთი მთავარი ფიგურა, რომელიც 2000-იანი წლების საქართველოს პოლიტიკურ ისტორიას ქმნიდა.

ლევან გაჩეჩილაძემ პოლიტიკური კარიერა 1999 წელს დაიწყო, როდესაც საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის წევრი გახდა. ის თავდაპირველად საარჩევნო ბლოკ "საქართველოს მოქალაქეთა კავშირის" სიით შევიდა პარლამენტში, თუმცა მალევე გამოეყო უმრავლესობას და დავით გამყრელიძესთან ერთად დააფუძნა პარტია "ახალი მემარჯვენეები".

მისი პოლიტიკური კარიერის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტი იყო 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნები, სადაც გაჩეჩილაძე გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატი იყო. ამ პერიოდში ის რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლის სიმბოლოდ იქცა.

წაიკითხეთ ასევე: