დანაშაული მოხდა თეთრიწყაროში, სადაც მამაკაცი დაჭრეს.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მას ჭრილობა ცეცხლსასროლი იარაღით აქვს მიყენებული.
"ტვ პირველის" ინფორმაციით, 40 წლამდე მამაკაცი ცენტრალური პარკის მიმდებარე ქუჩაზე ქვეითად გადაადგილდებოდა, რა დროსაც მას მანქანიდან რამდენჯერმე ესროლეს. დაჭრილი კლინიკაში გადაიყვანეს. ადგილობრივების თქმით, თავდასხმა დაახლოებით დღის 3 საათზე მოხდა, როდესაც პარკში არაერთი ადამიანი იმყოფებოდა, მათ შორის იყვნენ ბავშვებიც.
როგორც “ინტერპრესნიუსს” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სსკ-ის 117-ე მუხლის პირველი და 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებასა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.