ავტორი:

უმძიმესი ავარია ქობულეთი - ბათუმის შემოვლით გზაზე - დაიღუპა 4 ადამიანი, არიან დაშავებულებიც

უმძიმესი ავარია ქობულეთი - ბათუმის შემოვლით გზაზე - დაიღუპა 4 ადამიანი, არიან დაშავებულებიც

ქობულეთი - ბათუმის შემოვლით ცენტრალურ საავტომობილო გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ოთხი ადამიანი ადგილზე დაიღუპა, ხოლო 3 კი დაშავდა. დაშავებულები სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფმა კლინიკაში გადაიყვანა.

არსებული ინფორმაციით, ცენტრალურ გზაზე მოძრავი ორი მსუბუქი ავტომობილი ერთმანეთს შეეჯახა, შედეგად ორივე მათგანს ცეცხლი გაუჩნდა.

ადგილზე შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები იმყოფებოდნენ. როგორც უწყებაში “ინტერპრესნიუსს” განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სატრანსპორტო მოძრაობისას წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.