ავტორი:

საქართველოში დღეს ორი მიწისძვრა მოხდა

საქართველოში დღეს ორი მიწისძვრა მოხდა

საქართველოში დღეს ორი მიწისძვრა მოხდა.

დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 3.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა დაფიქსირდა ქალაქ სენაკის ჩრდილო-აღმოსავლეთით - 9 კილომეტრში სოფელ გახომელაში.

3.5 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა კი სოფელ საგუნიოში დაფიქსირდა.