აშშ-ის როდ აილენდის პოპულარული მოსამართლე, რომელმაც მისი სამართლიანობით მთელს მსოფლიოს შეაყვარა თავი, 88 წლის ასაკში გარდაიცვალა.
გადაცემა „Caught in Providence“-ის წამყვანის, ფრენკ კაპრიოს ვიდეოები ინტერნეტში ვირუსულად ვრცელდებოდა. ის გამოირჩეოდა შემწყნარებელი ბუნებით და ადამიანებისადმი თანაგრძნობით.
პენსიაზე გასვლის შემდეგ, კაპრიო სიმსივნეს ებრძოდა. ახლახან კი მისი სოციალური ანგარიშის გვერდებზე გავრცელდა ინფორმაცია, რომ „პანკრეასის კიბოსთან ხანგრძლივი და მამაცად ბრძოლის შემდეგ“, ფრენკი გარდაიცვალა.
კაპრიომ თავის სასამართლო დარბაზს უწოდა ადგილი, “სადაც ადამიანებსა და საქმეებს სიკეთითა და თანაგრძნობით ეპყრობიან“.
მის შოუს სოციალურ მედიაში მილიარდზე მეტი ნახვა აქვს.
“ფრაზა: “თავისუფლება და სამართლიანობა ყველასთვის“ განასახიერებს იმ იდეას, რომ სამართლიანობა ყველასთვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს. თუმცა, ეს ასე არ არის. დაბალი შემოსავლის მქონე ამერიკელების თითქმის 90 პროცენტი მარტო რჩება ისეთი სამოქალაქო საკითხების გადაჭრის წინაშე, როგორიცაა ჯანდაცვა, უსამართლო გამოსახლება, ვეტერანების შეღავათები და დიახ, საგზაო მოძრაობის წესების დარღვევის ჯარიმების დროსაც კი“, - თქვა კაპრიომ ერთ-ერთ ვიდეოში.
კაპრიო პროვიდენსის მუნიციპალური სასამართლოდან პენსიაზე 2023 წელს გავიდა. ის მოკრძალებული ოჯახიდან იყო.
იხილეთ ასევე: