ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა, კიმ ჩენ ინმა, ჩრდილოეთ კორეელი ჯარისკაცები, რომლებიც უკრაინის წინააღმდეგ ომში რუსეთის მხარეს იბრძვიან, შეაქო და მათ "გმირები" უწოდა.
როგორც Reuters იუწყება, ჩრდილოეთ კორეამ რუსეთის ომის მხარდასაჭერად უკრაინაში 10 000-ზე მეტი ჯარისკაცი გაგზავნა და სავარაუდოდ ასობით ჯარისკაცის გაგზავნას კიდევ გეგმავს.
კიმ ჩენ ინმა და რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა გასული წლის ივნისში ხელი მოაწერეს სტრატეგიული პარტნიორობის ხელშეკრულებას, რომელიც ურთიერთდახმარების პაქტს მოიცავს.