ავტორი:

"გამოცხადდა განგაში და ჩამოვედით თავშესაფარში... ასეთ გარემოში და სტრესში უწევთ ადამიანებს ცხოვრება" - რა კადრებს აქვეყნებს გიორგი უშიკიშვილი კიევიდან

"გამოცხადდა განგაში და ჩამოვედით თავშესაფარში... ასეთ გარემოში და სტრესში უწევთ ადამიანებს ცხოვრება" - რა კადრებს აქვეყნებს გიორგი უშიკიშვილი კიევიდან

რუსეთის არმია უკრაინას დრონებით მასიურად უტევს, რეგიონების უმეტესობაში საჰაერო თავდასხმის მაუწყებელი განგაში გამოცხადდა. სამხედროებმა გაავრცელეს ინფორმაცია ქვეყნის ბევრ რეგიონში მტრის დრონების გადაადგილების შესახებ.

გუშინ საღამოს განგაში იყო კიევშიც, სადაც ქართველი შემსრულებლები იმყოფებიან - მათ შორის ნინო ქათამაძე, ნიკოლოზ რაჭველი, გიორგი უშიკიშვილი.

"კიევში ვართ, ამ წუთას გამოცხადდა განგაში და ჩამოვედით თავშესაფარში. აი ასეთ გარემოში და სტრესში უწევთ ადამიანებს ცხოვრება. დიდება და გამარჯვება უკრაინას რუსეთი ოკუპანტია!!!" - წერს გიორგი უშიკიშვილი, ასევე აქვეყნებს კადრებს თავშესაფრიდან, სადაც ჩანს, როგორ ულოცავს უკრაინელი გოგონა ნინო ქათამაძეს დაბადების დღეს.

"ნინო ქათამაძის დაბადების დღეა!მარტო მე იმოდენა მადლიერება დამაქვს მისი, რომ სიტყვებით გადმოცემას ვერ შევძლებ…მის ღვთისგან ბოძებულ ფენომენალურ ნიჭზე რისი თქმა შეიძლება?! მხოლოდ იმის, რომ მისი ყოველი სისხლძარღვი დაატარებს ჩვენი გენის დიდებულებას! მისი გული სავსეა იმაზე დიდი სიყვარულით, ვიდრე ფიზიკურად შეუძლია გულს, როგორც სხეულის ორგანოს! მისი სული მღერის ისე, როგორც არავინ მანამდე, მის დროს და ალბათ მომავალშიც… უცვლელია, ფენომენია, ნოვატორია, საერთაშორისო მასშტაბით და გაქანებით!მოდით, ვუსურვოთ ჯანმრთელობა და დღეგრძელობა, მასთან ერთად ხომ ბოლო სამი წელი ბევრჯერ ვყოფილვართ სასიცოცხლო რისკების ქვეშ…

ხოდა მხოლოდ ამის გამოც კი ჩანს ვინ არის და რაზეა წამსვლელი…ახლაც ერთად ვართ კიევში. დღეს გვქონდა სამუდამოდ დაუვიწყარი წუთები, რაზეც რამდენიმე დღეში მოგიყვებით შესაბამისი ვიდეო “მტკიცებულებით”, ჯერ გამოქვეყნების უფლება არ გვაქვს:)საქართველოში ტროლთა და ბოტთა სამიზნეა, სასამართლო სხდომებიც და ჯარიმებიც არ ასცდა, რუსთაველზე 260-დან 240 დღე მაინც აქვს გატარებული. იმიტომ, რომ თავისუფალია, ნამდვილია, გულწრფელია და მართლაც ზე-ნიჭიერი, ანუ ღ მ ე რ თ ი ს რ ჩ ე უ ლ ი გილოცავ ნინოლა! ხვალ, უფრო სწორედ შენი დაბადების დღის დილიდან სამი სხვადასხვა რეპეტიცია გვაქვს, ცალკე სიმფონიურ ორკესტრთან და ცალკე ბენდებთან, ხოდა კარგია, როცა ასეთ დღეს, ძვირფას ხალხთან გიწევს მუსიკის კეთება!მთელი ცხოვრება გაგეტარებინოს ასე" - წერს ნიკოლოზ რაჭველი კიევიდან.