ავტორი:

გორის საკრებულოს თავმჯდომარე აცხადებს, რომ "რუსებს მშვიდობისმყოფელებად არ მიიჩნევს" და ყველაფერს The New York Times-ის ჟურნალისტს აბრალებს

გორის საკრებულოს თავმჯდომარე აცხადებს, რომ "რუსებს მშვიდობისმყოფელებად არ მიიჩნევს" და ყველაფერს The New York Times-ის ჟურნალისტს აბრალებს

რუსები აქ, როგორც მშვიდობისმყოფელები შემოვიდნენ და მადლობა ღმერთს, რომ შემოვიდნენ, ვინაიდან, მიშას ხულიგნები მთელ ქალაქს ძარცვავდნენ, - ამის შესახებ გორის საკრებულოს თავმჯდომარემ, დავით რაზმაძემ გამოცემა The New York Times-თან ინტერვიუში განაცხადა.

რაზმაძის ინტერვიუ ამერიკული გამოცემის საქართველოს შესახებ სტატიის ნაწილია, სათაურით “ როგორც დავიდა საქართველო დემოკრატიის ავანგარდიდან ავტოკრატიის წინა ხაზამდე”.

The New York Times-თან საუბარში გორის საკრებულოს თავმჯდომარემ 2008 წლის აგვისტოს რუსეთის აგრესია საქართველოს მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს დააბრალა.

ამ განცხადებებს საზოგადოების დიდი აღშფოთება მოჰყვა. ქვეყნის მოქალაქეები მიიჩნევენ, რომ ამგვარად მოაზროვნე ადამიანი ხელისუფლებაში არ უნდა იყოს.

ამის შემდეგ რაზმაძემ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა, რომელშიც ყველაფერს ჟურნალისტს აბრალებს.

"მე ალბათ ყველა საინფორმაციო საშუალებას გავცემ პასუხს ჟურნალისტის აშკარა ცილისწამებაზე! მაგრამ აქ დავაფიქსირებ, რომ არასოდეს ჩემი ცხოვრების მანძილზე ვერ ნახავთ ვერც ერთ ჩემს ინტერვიუს, სადაც მე რუსებს არა დადებითად, არამედ ზიზღით არ მოვიხსენიებ! ეს ჟურნალისტი შემრჩა ხელში, "სააკაშვილის ადვოკატი"! რუსეთის არსებობის მანძილზე არის დამპყრობი და მოძალადე! მისი მშვიდობისმყოფელობა წარმოუდგენელია! მათი ლიდერი პუტინი არის ეშმაკის მოციქული, რომლისთვისაც ადამიანის სიცოცხლე და არსებობა არაფერს წარმოადგენს!" - წერს ის.

"ტვ პირველთან" კომენტარში კი ამბობს:

"ევროკავშირში ინტეგრაციაზეც ვსაუბრობ კი იქ. იქ წერია სისულელე, მე ვარ "ოცნების" წევრი და "ოცნება" როდისმე აფიქსირებს, რომ ჩვენ ევროინტეგრაციის წინააღმდეგი ვართო? იმ ნაძირალა კაცს, არ ვიცი საერთოდ, ის წარმოადგენდა New York Times? მაგაშიც უკვე ეჭვი მეპარება. ეს იყო მოგზავნილი.

სააკაშვილს ომის დაწყებაში როგორ დავადანაშაულებ? ომი რუსებმა დაიწყეს. ხელშეწყობაში ვადანაშაულებ. "ოცნება" ადანაშაულებს? არავინ ადანაშაულებს, ეგ ყველაფერი არის თითიდან გამოწოვილი. სააკაშვილმა ხელი შეუწყო ქართული ტერიტორიის ანექსიას".

იხილეთ ასევე: