ავტორი:

ჰავაის კუნძულებზე დრონებიდან ათასობით კოღო გადასხეს - რა გახდა ამის მიზეზი?

ჰავაის კუნძულებზე დრონებიდან ათასობით კოღო გადასხეს - რა გახდა ამის მიზეზი?

მიმდინარე წლის ივნისის თვეში ჰავაის ტყეებში ციდან ათობით ბიოდეგრადირებადი კაფსულა ჩააგდეს - თითოეული მათგანი დაახლოებით 1000 კოღოს შეიცავდა.

თუმცა ეს უბრალო კოღოები არ იყო - ისინი ლაბორატორიაში გაზრდილი არამკბენი მამრები არიან, რომლებიც ვერ მრავლდებიან. საკითხზე მომუშავე მეცნიერები იმედოვნებენ, რომ ამ გზით გააკონტროლებენ არქიპელაგის ინვაზიური კოღოების პოპულაციას, რადგან ისინი ადგილობრივი ფრინველების სახეობებს ანადგურებენ - მათ შორისაა იშვიათი ჰავაიური ყვავილმწერი.

ფრინველები ძირითადი დამამტვერიანებლები და თესლის გამავრცელებლები არიან და ცენტრალურ როლს ასრულებენ ჰავაის კულტურაში. ჰავაიზე ოდესღაც ყვავილმწერის 50-ზე მეტი სახეობა ბინადრობდა, მაგრამ დღეს მხოლოდ 17 დარჩა და მათი უმეტესობა გადაშენების პირასაა.

ამაში დიდი როლი ტყეების გაჩეხამ ითამაშა, თუმცა უფრო დიდ გავლენას ახდენს ფრინველის მალარია, რომელსაც კოღოები ავრცელებენ.

ამერიკის ფრინველთა დაცვის ორგანიზაციის (ABC) ჰავაის პროგრამის დირექტორი დოქტორი კრის ფარმერი აცხადებს, რომ კოღოების მიერ გავრცელებული მალარია ფრინველებისთვის "ეგზისტენციალურ საფრთხეს“ წარმოადგენს.

  • გამოსავლის ძიებაში

უკვე წლებია გარემოსდამცველები ეძებენ გამოსავალს კოღოების პოპულაციების კონტროლისა და ყვავილების როჭოს გადასარჩენად.

ზოგადად, კოღოები უზარმაზარ საფრთხეს უქმნიან ადამიანის ჯანმრთელობას. სხვა დაავადებებთან ერთად, ავრცელებენ მალარიას, დენგეს ცხელებას და ზიკას.

მეცნიერები ათწლეულების განმავლობაში სწავლობდნენ ამ პრობლემას და ერთ-ერთი მათგანია ისეთი მამრი კოღოების ბუნებაში გაშვება, რომლებიც შეიცავენ ვოლბახის ბაქტერიის შტამს - ეს შტამი მათ გამრავლებაში უშლით ხელს. კერძოდ, მდედრებთან შეჯვარებისას არასიცოცხლისუნარიანი კვერცხები წარმოიქმნება, რაც დროთა გამავლობაში კოღოების პოპულაციის შემცირებას გამოიწვევს.

წყარო

იხილეთ ასევე: