ავტორი:

ქედაში ავტომობილი გზიდან გადავარდა - არის მსხვერპლი

ქედაში ავტომობილი გზიდან გადავარდა - არის მსხვერპლი

ქედის მუნიციპალიტეტში ცენტრალურ საავტომობილო გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, ხოლო რამდენიმე დაშავდა. დაშავებულები კლინიკაში არიან გადაყვანილი.

  • არსებული ინფორმაციით, ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და გადავარდა. შემთხვევა დღეს დილით მოხდა.

ადგილზე შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები იყვნენ მობილიზებული. როგორც უწყებაში AMBEBI.GE-ს განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სატრანსპორტო მოძრაობისას წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.